პოლიპროპილენის ტომრების მწარმოებელი კომპანია "რამ პოლიტეკქს"-ი არის ტომრების ყველაზე დიდი მწარმოებელი საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს და ახორციელებს საქმიანობას კიდევ 4 ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ჩეხეთსა და რუსეთში. ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას როგორც საქართველოს ბაზარზე ასევე გააქვს იმპორტზე ევროპის დიდ ქვეყნებში."რამ პოლიტეკქს"-ი წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, რომელშიც დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი და აგრძელებს ზრდას.
კომპანია ორიენტირებულია ბაზარზე სტაბილური განვითარებისთვის და გთავაზობთ ხანგრძლივ და სტაბილურ თანამშრომლობას.
თუ ხარ კვალიფიციური ბუღალტერი მოხარულები ვიქნებით მიგიღოთ ჩვენს გუნდში დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები,მიღება-ჩაბარების აქტები),წარმოება და დაარქივება.
- ბუღალტრული ოპერააციების წარმოება,კონტროლი,მონიტორინგი და შეუსაბამებლობის შემთხვევაში პროცესების გასწორება.
- რეალიზაციის, ხარჯების,სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
- პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა,შემოწმება,მათი აარქივება კანონმდებობით და/ან კომპანიის დადგენილი ვადების და პროცედურების შესაბამისად.
- საგადასახადო დეკლარირება.
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება,გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
- სხვადასხვა ანგარიშგებების მმომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად.
- ყოვეთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
- მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების განხრით
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა + Oris-ის
- რუსული ენის კარგად ცოდნა (სავალდებულოა)
- საწარმოში არანაკლებ 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვული უნარ ჩვევები:
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი.
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
- სურპულოზური და დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: 9:00 დან 18:00 სთ. მდე.
- ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული).
- დასვენების დღე: კვირა.
- ხანგრძლივი და სტაბილური შრომითი ურთიერთობა დაწინაურების პერსპექტივით.
- სამუშაო ადგილი: მის: ლილოს დასახლება ,იუმაშევის ქ.#27 (სამგორის მეტორიდან ხდება ტრანსპორტირება)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო სურათით
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!