„დევლაბ ჯორჯია“ ვაკანსიას აცხადებს Net დეველოპერის პოზიციაზე.
კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან წლიდან ოპერირებს და საერთაშორისო პარტნიორებს ემსახურება. „დევლაბის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულება გადახდის სისტემა და კრიპტო-გადაცვლის მომსახურებაა.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც იქნება მეგობრული, ემპათიური და ერთობლივი მუშაობის პროცესს მარტივს და საინტერესოს გახდის. აპლიკანტებიდან შეირჩევა მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომლსაც ჩვენს ახალგაზრდულ და მეგობრულ გუნდში ველით.
ძირითადი მოვალეობები:
· მჭიდრო თანამშრომლობა გუნდის წევრებთან, მათ შორის — სხვა დეველოპერებთან, დიზაინერებთან და პროექტის მენეჯერებთან.
· აპლიკაციის პროგრამების ანალიზი, ტესტირება და გასწორება.
· არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზი და ადაპტირება კომპანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
· სისტემის გასაუმჯობესებლად საჭირო ახალი იდეების გაზიარება, წარმოდგენა.
· კოდის დაგეგმვა, სტრუქტურიზაცია და არქიტექტურული შაბლონების გამოყენება.
· საიტის გაშვებამდე პროდუქტის ტესტირება კონტროლირებად, რეალურ სიტუაციებში.
· არსებული სისტემის პრობლემების მოგვარება, გამართვა და განახლება.
· სისტემების შენარჩუნება და გაშვება.
საჭირო უნარები:
· NET Core-თან მუშაობის გამოცდილება, Net Core Web API ძირეული ცოდნა.
· CQRS პატერნის და SOLID პრინციპების ძირეული ცოდნა.
· Entity Framework-ის ძირეული ცოდნა და Restful სერვისებთან მუშაობის/ინტეგრაციების ცოდნა.
· Background job/task პროცესირების ბიბლიოთეკებთან/სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (HangFire, Quartz, NServicebus).
· SQL Server, Unit Testing, Git და MongoDB საბაზო სერვისების ცოდნა.
· სასურველია Angular-თან მუშაობის გამოცდილება და CD/CI-ს ცოდნა.
სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი:
· Saas-ზე დაფუძნებულ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ორშაბათი-პარასკევი: ვმუშაობთ დისტანციურად,
11:00 - 18:00 (1-საათიანი შესვენება).
სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი: ვმუშაობთ ოფისში.
შვებულება: წელიწადში 24 დღე + 5 day off
ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით.
თუ თვლი, რომ შენი გამოცდილება და უნარები ჩვენ მიერ გამოცხადებულ პოზიციას შეესაბამება, თუ გაინტერესებს დეველოპმენტის თანამედროვე და უახლესი მეთოდები/გადაწყვეტილებები, თუ მუდამ გაქვს განვითარების და წინსვლის მოთხოვნილება, მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე და მაქსიმუმ 10 დღის ვადაში დაგიკავშირდებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები ერთი წლის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც განიხილოს.