სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლოჯისტიკის დეპარტამენტში, 1c ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.
სტაჟირტების ხანგრძლივობა: 1 თვიდან 3 თვემდე.
ანაზღაურება: 500 – 1000 ლარი.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ აუცილებლად დასაქმდებით.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:30 სთ. დასვენება: შაბათ-კვირა / კვირა-ორშაბათი, შესვენება დღეში 1 საათი.
სტაჟირების პერიოდში შეისწავლით:
- შეკვეთების რეალიზაციაში გადატანას;
- შეკვეთის გაფორმებას;
- შეკვეთების უკან დაბრუნებას;
- შემოსავლების გვერდზე( RS.GE-ზე ) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვას/კორექტირებას;
- ბაზების მუდმივი განახლებას და კონტროლს;
- Microsoft Office-ში მუშაობას;
- 1C პროგრამას და პროგრამაში მუშაობას.
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებებს!