საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პირობები:
შემოსავალი 1200 – 3500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
პიროვნული თვისებები:
გუნდურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
შრომისმოყვარეობა;
კომუნიკაბელურობა;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).
მოვალეობები:
აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
საქონლის ნაშთების კონტროლი.
ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა.
მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათთან კომერციულ და სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება.
ასორტიმენტის ლიკვიდურობის და მომგებიანობის ანალიზი, მასზე დაფუძნებით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
კომპანიის საერთო გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მისი კატეგორი (ებ)ის ჭრილში გაყიდვების გეგმის შემუშავება და მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.