ოფისის მენეჯერი

ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
07 აპრილი - 07 მაისი

ვაკანსიის აღწერა

KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით.

 

პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 12 ბრწყინვალე რესტორანი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!


KFC აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები


  • ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და გადამისამართებ
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, მომხარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის  აღრიცხვა, მართვა 
  • გარე ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, მიღებული ინფორმაციის კოორდინირება განყოფილებების მიხედვით
  • საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება და ზედამხედველობა
  • თანამშრომელთა მივლინების პროცესის ორგანიზება; ავიაბილეთის შეძენა, სასტუმროს მოძიება/დაჯავშნა
  • თანამშრომლებისთვის  ცნობების, მინდობილობის მომზადება/გაცემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:


  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:


  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr.office@ifc.ge   გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
უნარები
ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
მომხმარებელთან ურთიერთობები
მისამართი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
07 აპრილი - 07 მაისი