GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტების მოძიება
- სატენდერო ფაილის მომზადება
- მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით
- ნიმუშების მიღება /დადასტურება
- ხელშეკრულების/მიღება-ჩაბარების გაფორმება
- შესასყიდი პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია
- საგადასახადო დოკუმენტაციის გადამოწმება და გაგზავნა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის
- მარაგების კონტროლი
- შეკვეთების ფორმირება
- მიღებული შეკვეთების რაოდენობის და ფასის კონტროლი
- რეპორტინგი
ძირითადი მოთხოვნები/უნარები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- სავალდებულოა გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია თურქული ენის ცოდნა
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა ექსელის ცოდნა
- ორგანიზებულობა
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი : სრული გრაფიკი
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!