შპს "G&A GROUP" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A
GROUP" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე
საწყობში, რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი - სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი,
დიდი დიღომი, დ. თავდადებულის N29
ანაზღაურება - 1000 ₾ (Neto) პლუს (200 ₾ საბონუსე
)
სამუშაო
საათები - 08:00 – 17:00
ძირითადი მოვალეობები:
- ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
- ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან;
- პროგრამაში ნომეკლატურების წონების კონტროლი/კორექცია;
- პროგრამაში ნომეკლატურების ფასების კონტროლი/კორექცია;
- დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
- ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.