აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას „რუმს ბათუმის“ რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი
მოვალეობები:
- რეგისტრაციების
მენეჯერის დახმარება დეპარტამენტის მიმდინარე სამუშაო პროცესებში;
- რეგისტრაციების
დეპარტამენტის თანამშრომლების ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების
სამუშაო განრიგის დაგეგმვა;
- დეპარტამენტის
მუშაობის მონიტორინგი ფინანსური რეპორტებისა და სტუმრების უკუკავშირის საფუძველზე;
- თანამშრომელთა
წახალისების პროექტების კოორდინირებაში მონაწილეობის მიღება;
- რეგისტრაციების
დეპარტამენტის ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
საჭირო უნარები:
- მსგავს
პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართული
და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კარგი
კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის
გრძნობა;
- გუნდური
მუშაობის უნარი;
- დეტალებზე
ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი
რეზიუმე 5 მაისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების
გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის
საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს,
დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო
პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ
აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.