ბუღალტრის დამხმარე

18 April - 18 May
Details
Address
3 ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
Salary
1000-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00
Experience
2-3 years

Vacancy description

საკონსულტაციო კომპანია შპს "ექაუნთინგ ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

თუ შენც ჩვენი გუნდის სხვა წევრებივით გამოირჩევი შემდეგი პიროვნული თვისებებით:

  • კარგი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტიანად მართვა.
და ინტერესდები შემდეგი მოვალეობებით:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
  • საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის შეტანა და გადამოწმება;
  • საგადასახადო დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამის ვადებში;
  • ფინანსური რეპორტების/ანგარიშების დაინტერესებული მხარეებისათვის შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
  • კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.
და ეს საკვალიოიფიკაციო მოთხოვნებიც მისაღებია:

  • ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (კერძოდ სუპერფინი და/ან ფინა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
  • რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა.
მაშინ  გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Info@AccountingLab.ge

გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.

უშუალო ხელმძღვანელი: ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #3

ანაზღაურება: გროს 1,000 – 1,500 ლარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აქვე გულახდილი რჩევაც, თუ მართლა გსურს ჩვენთან თანამშრომლობა, უმორჩილესად გთხოვთ, რეზიუმე ცარიელი მეილით არ გაგვიზიაროთ. ასეთ მეილებზე ვფიქრობთ, რომ ავტორს არც ჩვენი განცხადება აქვს დეტალურად წაკითხული და არც თანამშრომლობის ისეთი სურვილი, რომ 1 წინადადებით მაინც მოგვსალმებოდა. 😊
Location
3 ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი, საქართველო
18 April - 18 May