საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, დალმაიერი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კომერციული მენეჯერის (ჰორეკას მიმართულებით) თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭებათ ჰორეკას მიმართულებით გამოცდილ კანდიდატს;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
- ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურება განიხილება კვალიფიკაციის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- თანამშრომლების მოტივაციაზე ორიენტირებული.
მოვალეობები:
- მოლაპარაკებების გამართვა ყველა მსხვილ თუ მცირე ბიზნეს ოპერატორებთან (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ოფისები, საწარმოები და სხვა.) კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების გაფართოებისა და განვითარებისთვის;
- კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- ახალი მომწოდებლების ძიება და პორტფელის გაზრდაზე ზრუნვა;
- ყოველკვირეული/ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მისი წარდგენა მთავარ ოფისთან;
- ყოველდღიური დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და უზრუნველყოფა მისი დროულად, ვადებში დაფარვა;
- მის დაქვემდებარებაში არსებული სავაჭრო გუნდის განვითარება, მოტივაცია და დასახული გეგმის შესრულებაზე კონტროლი;
- კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე ობიექტებისთვის კვარტლური პრომო-აქტივობების კალენდრის შემუშავება და მისი განხორციელება;
- დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო წარმომადგენლების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;
- გაყიდვების არხების და სავაჭრო ობიექტების მიხედვით ყოველთვიური გეგმის, დაგეგმილი პრომო -აქციების შესრულების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო გუნდისთვის ყოველთვიურად ინიციატივების დასახვა, მისი მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
- კომერციულ დეპარტამენტში აუცილებელი ორგანიზაციული რეგულაციების და ინსტრუქციების შექმნა;
- კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
- ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
- კომპანიის დირექტორისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
- კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.