კომპანია პსპ ფარმა აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული, პრიორიტეტული ბრენდების პორტფელის მართვა & მათი განვითარება.
- პორტფელში არსებული ბრენდების გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა წლიურ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა & ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე.
- ბრენდების ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის
- ბრენდების საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა
- ბრენდების ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება, მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
- ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი, არსებული და ახალი მომწოდებლების პროდუქტების ნომენკლატურაში/პრაისში ასახვა;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშვება და დანერგვა;
- პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- კონკურენტ კომპანიებში მუშაობის პროცესის მონიტორინგისა და ანალიზის უზრუნველყოფა კატეგორიების მიხდვით; კონკურენტებთან არსებული საცალო ფასების ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროებში;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა
- მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, Excel, Power Point.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მონაცემების დამუშვებისა და ანალიზის უნარი;
- მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი.