OPTIMO-ში კორპორატიული
გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ!
OPTIMO - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
შექმნილი სალაროსა და გაყიდვების
მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას
ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა
და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება
მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.
უფრო დეტალურად: www.optimo.ge
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო საქმეების კეთების შესაძლებლობას
- ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის შესაძლებლობას და მათი მხარდაჭერის მზაობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass
Optimo-ში კორპორატიული
გაყიდვების მენეჯერის
როლი მოიაზრებს:
- ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიებას და მოზიდვას
- პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების
პროცესის მართვას
- პარტნიორების
მიმდინარე
საჭიროებების შესწავლას, ანალიზს და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი,
ინოვაციური შეთავაზებების მომზადებას, მიწოდებას და განხორიცელებას
ამ
პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:
- გაქვს მცირე
და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- გაქვს გამოცდილება
გაყიდვებში
- გაქვს ეფექტური
კომუნიკაციის უნარები
- არ გაშინებს
ციფრული სამყაროს გამოწვევები
- გიყვარს ადამიანებთან
ურთიერთობა
რაც შეეხება სამუშაო
პირობებს:
- 5 სამუშაო დღე;
- 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე
- დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი N41
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე CV ლინკზე https://bit.ly/3xcyuTY
წარმატებებს გისურვებთ!