GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
Argentinian steakhouse by gastronome
Bistro by gastronome
Tamara
ZEN
GASTRONOME GROUP-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში HACCP სისტემის კონტროლი და უზრუნველყოფის მექანიზმების მუდმივი დახვეწა;
- სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
- კომპანიის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ცვლილებებისა და სიახლეების მუდმივი მომიტორინგი და გათვალისწინება;
- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში წარმოებული ჩანაწერების კონტროლი;
- სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთხეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა;
- პერსონალის პერიოდული ტრენინგი და მათ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა;
- აუდიტის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ
- მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- კომპანიის მომზადება აუდიტებისთვის;
- საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
- საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301 დადგენილებისა და HACCP -ის კოდექსის ცოდნას;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიების, კვება და
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!