ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ვენდისი ეძებს ახალ თანამშრომლებს გორში (ცენტრალური ავტომაგისტრალი, სოფელ ტინისხიდთან, ვისოლის მულტიფუნქციურ კომპლექსში)
ტრანსპორტირებას გორიდან უზრუნველყოფს კომპანია
რას გთავაზობთ ჩვენ?
- სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე
- სტაბილურ შემოსავალს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საინტერესო პროექტებში მონაწილეობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ან შეგვეხმიანეთ ნომერზე 577064545