Premium

გაყიდვების კოორდინატორი

28 April - 28 May
Details
Address
31/33 ჟიული შარტავას ქუჩა, თბილისი
Salary
750 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Department
Sales

Vacancy description

JOB DESCRIPTION

 

JOB TITLE: Sales Operator                                      

REPORTS TO: Sales Director                                                                                                          DATE: 28.04.2023

 

POSITION SUMMARY

კომპანიის გაყიდვების ოპერატორი პასუხისმგებელია, რომ მონიტორინგი გაუწიოს მთლიანი გაყიდვების გუნდის დაგენერირებულ მოთხოვნებს და უზრუნველყოს ყველასთვის შეთავაზების გაცემა. იგი ყიდის პარტნიორი კომპანიების პროდუქტებსა და სერვისებს, ასევე ჩართულია პარტნიორებთან კომუნიკაციაში, რათა არ გამორჩეთ ტენდენციური პროდუქტების თუ სერვიების არსებობა და წამოიღონ მათგან დღის მნიშვნელოვანი შეთავზებები.  მათ უწევთ ერთდროულად იმუშაონ სხვა და სხვა კომპანიებთან და გაყიდონ პროდუქტების/სერვისების ფართო სპექტრი. ამას მომხმარებლისაგან კონკრეტული მოთხოვნის გაგებითა და ინდივიდუალური შეთავაზების გაკეთებით ახერხებენ.

გაყიდების ოპერატორი აუცილებელია, რომ იცოდეს პროდუქტის ფუნქციების შესახებ ყველაფერი. ტელე-ასისტენტის დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, უფრო დეტალურად და სიღრმისეულად უნდა აუხსნას, თუ რატომ იქნება მათი მომხმარებლებისთვის იდეალური ზუსტად, ის პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ.

იმისათვის, რომ გახდეთ წარმატებული გაყიდვბის ოპერატორი მნიშვნელოვანია, რომ განავითაროთ მტკიცე ურთიერთობები, როგორც გუნდის შიგნით, ასევე პარტნიორ კომპანიების წარმომადგენლებთან. თქვენი შესასრულებელი დავალებების სპექტრი, იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი და მულტიფუნქციური, დიდი ზეწოლის მიუხედავად, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა, პროექტის მიზნების მისაღწევად. 

 

ESSENTIAL FUNCTIONS

 

  • პარტნიორი კომპანიების პროდუქტის/სერვისის თვისობრივი ფუნქციონალის, თავსებადობის ადეკვატურად წარდგენა გაყიდვების გუნდთან.
  • პარტნიორ პროექტებზე, მიზანთან შესაბამისი, ადეკვატური სამუშაო ფაილების შექმნა და დელეგირება.
  • არასტანდარტულად დიდ შეკვეთებზე, განსაკუთრებული ბენეფიტების წამოღება პარტნიორებისაგან, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის.
  • გასაყიდ პროდუქტებზე, დღის შეთავაზებების წამოღება პარტნიორებისაგან და გუნდში დელეგირება.
  • შეთავაზებების სწრაფ რეჟიმში მომზადება და ტელე-ასისტენტებზე დროულად გაცემა.
  • გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა ურთიერთქმედების ზუსტი ჩანაწერების შენახვა, „ინვოისის“ სახით.
  • გუნდური გაყიდვების კოეფიციენტის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების სტრატეგიის კორექტირება და აღსრულება, პროექტის მიმდინარეობისას.
  • მიღებული ინფორმაციების სისტემატიური ასახვა სამუშაო ფაილში და დღის ბოლოს რეპორტის სახით მოხსენება.

ADDITIONAL SKILLS AND ROLE DESCRIPTION

კარიერა, გაყიდვების ოპერატორის როლის პოზიციაზე, იძლევა უამრავი ჯილდოს მოპოვების საშუალებას. პირველ რიგში შენ უნდა მომართო და გუნდურად ამუშაო მოტივირებული ინდივიდუალები, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ, მთავარია შენ შეუწყო ხელი მათი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას. როგორც გაყიდვების ოპერატორს, შენ გექნება სრული ხედვა პარტნიორი კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე, დეტალებში გააზრებული, თუ რა სარგებლის მოტანა შეგვიძლია, ჩვენი მომხმარებლებისათვის. გადამუშავებული ინფორმაციის ეფექტურად და უმაღლესი გაყიდვების სტანდარტების დაცვით, მომხმარებელამდე მიტანა, კომუნიკაციის ძალის გამოყენებითა და კონკრეტული საჭიროების აღმოჩენის შემდეგ, ოსტატურად შეთავაზების მეთოდით.

 

Category
Sales
Slogan
უჩვენოდ ძვირია
Socials
28 April - 28 May