Standard

მიმტანი

01 May - 31 May
Details
Address
კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Department
Customer service
Skills
კოლეგიურობა, თავაზიანი

Vacancy description

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე


მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, „თიბისი კონცეპტმა“ ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია,რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.


კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და  ბიზნეს შეხვდერების ორგანიზებას.          

 

მიმტანი


ფუნქცია-მოვალეობები


  • კაფის სივრცის მომზადება, სტუმრების მისაღებად
  • მენიუსა და კერძების შემადგენლობის დეტალური ცოდნა
  • სერვისის სტანდარტების დაცვა
  • სტუმრისთვის,  სპეციალური შეთავაზების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება
  • მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება
  • შეკვეთების სისტემურად უზრუნველყოფა,ანგარიშების კონტროლი
  • სისუფთავის დაცვა

აუცილებელი მოთხოვნები:


  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ CV გამოაგზავნოთ.

 

გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998


დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

01 May - 31 May