ავტო ზარალების რეგულირების მენეჯერი

01 May - 26 May
Details
Address
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
English, Русский
Education
Bachelor
Skills
მანქანის მართვის მოწმობა(B კატეგორია), მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)

Vacancy description

კომპანიის შესახებ:

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: ავტო ზარალების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

 

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ  განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ზარალის დარეგულირების პროცესის მართვა შემთხვევის დაფიქსირებიდან , მოსარგებლის მიერ დარეგულირების აქტის ხელმოწერის ჩათვლით;
  • ზარალის რეგულირების პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი მითითებების მიცემა ზარალების რეგულირების ოფიცრისათვის;
  • ზარალის დარეგულირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება და მომზადება;
  • სადაზღვევო შემთხვევაში მონაწილე პირებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და კომპანიაში არსებული მონაცემების შესწავლა;
  • ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა;
  • ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება და მომხმარებლის დეტალური ინფორმირება მიზეზების შესახებ.
  • კომპეტენციის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესის სრულად, დროულად და ეფექტიანად წარმართვა;

აკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • მანქანის მართვის მოწმობა(B კატეგორია);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  2023 წლის 25 მაისის ჩათვლით.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.




Location
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
01 May - 26 May