სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

01 May - 16 May
Details
Address
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
English
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა

Vacancy description

კომპანიის შესახებ

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: სრული

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

 

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული გაყიდვების მართვა და კონტროლი; 
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათთან შეხვედრების დაგეგმვა და ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის შეთავაზება;
  • კორპორატიული კლიენტების კონსულტაცია სადაზღვევო საკითხებში, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
  • კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულების პირობების შეთანხმების მიზნით;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოების თაობაზე;
  • დაზღვეული კლიენტების ზარალების მონიტორინგი;
  • არასახელმწიფო ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამაში ატვირთვა და ტენდერში მონაწილეობის მიღება;
  • სადაზღვევო პოლისებისა და დოკუმენტაციის ადრესატამდე დროული მიტანისა და ხელმოწერილი პირების უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული კლიენტების დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მართვა;
  • თანამშრომლობა თავისუფალ აგენტებთან;

  

აკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია სამედიცინო განათლება)
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით. 

 

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

 

 

 




 

 

Location
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
01 May - 16 May