ვიპ გაყიდვების მენეჯერი

01 May - 26 May
Details
Address
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
English, Русский
Experience
Less than a year
Education
Bachelor
Skills
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

Vacancy description

კომპანიის შესახებ

სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას  ვიპ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

  • შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • განაკვეთი - სრული, ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00 - 19:00, პარასკევი - 10:00 - 17:00

 

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში: 

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სადაზღვევო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • პოტენციურ მომხმარებელთან დაკავშირება, მისთვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება, დაზღვევის პროცედურის წარმოება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
  • კომპანიასა და მომხმარებელს შორის სადაზღვევო თანამშრომლობის წამოწყება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით; პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • პოსტ კორპორატიულ სეგმენტად მოაზრებული პირებისათვის არსებული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება-პრეზენტაცია და შესაბმისი ხელშეკრულების გაფორმება;
  • მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მათთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება;
  • ზრუნვა არსებული პოლისების განახლებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული ქეისების შეთანხმება და პირობების მოპოვება შესაბამისი განყოფილებებიდან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ანდერაიტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • დაზღვეულთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2023 წლის 25 მაისის ჩათვლით.

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

 

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.






 

 

 

 

 

Location
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
01 May - 26 May