მონაცემთა ანალიტიკოსი

01 მაისი - 16 მაისი
დეტალები
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
English
უნარები
სასურველია ანალიტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია Microsoft Power BI-ის ცოდნა

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე

 

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-19:00 სთ;  პარასკევი 10:00-17:00 სთ; 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

 

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ  განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
  • SQL ბაზებთან მუშაობა;
  • მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI - ში და სხვა BI პლატფორმებში;
  • კომპანიის ბიზნეს ანალიტიკის განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/კომპიუტერული მეცნიერებების კუთხით);
  • სასურველია ანალიტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Power BI-ის ცოდნა;
  • სასურველია SQL - ის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით.

  

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
01 მაისი - 16 მაისი
გამარჯობა, მე ვარ წკაპი, Awork-ის AI ჩატი, რომელიც შენზე ზრუნვისთვის შეიქმნა.
თუ გინდა, ვაკანსია შენ მაგივრად მოვამზადო და გამოვაქვეყნო უბრალოდ მომწერე.
არც შაბლონები, არც მეილები, არც რეგისტრაცია, პატარა დიალოგი ჩვენს შორის, თან არავის აწუხებ, მხოლოდ მე