მიმტანი

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თბილისი
02 მაისი - 31 მაისი

ვაკანსიის აღწერა

Accor არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

Accor-ის ჯგუფის წევრი სასტუმროები “Ibis Styles Tbilisi Center”  აცხადებს ვაკანსიას მიმტანის  პოზიციაზე, კვებისა და სასმელების დეპარტამენტში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:


·         სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება;

·         მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;

·         სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;

·         პროგრამა „Micros”-ში მუშაობა, შეკვეთების ასახვა და ანგარიშის მომზადება.

 

ძირითადი მოთხოვნები:


·         მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

·         ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული თვისებები:


·         პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;

·         როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;

·         მეგობრულ და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული;

·         კომუნიკაციის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

 

02 მაისი - 31 მაისი