კონტროლის განყოფილების სპეციალისტი

02 მაისი - 01 ივნისი
დეტალები
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
900 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები

ვაკანსიის აღწერა

შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს ისეთი მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში, როგორიც არის Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Persil,  Perwoll, Palette,  Gliss Kur,  Selpak, Colgate და სხვა.


პოზიციის დასახელება -  კონტროლის განყოფილების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი ქსნის ქუჩა №36.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევამდე , 09:00- 18:00

ანაზღაურება : 900 ლარი

 

     ფუნქცია-მოვალეობები:


  •         სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);
  •        შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  •        პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
  •        სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  •        სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
  •        ხელშეკრულებების კონტროლი კონტრაგენტებთან;
  •        რისკების დადგენა;
  •        რეპორტინგი.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  •         უმაღლესი განათლება 
  •         Microsoft Excel-ის ცოდნა;
  •         მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
  •         მზაობა მივლინებებისთვის 

 რას გთავაზობთ:


  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. 

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"- მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 გისურვებთ წარმატებას!

 

კატეგორია
დისტრიბუცია
ლოჯისტიკა
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
სოციალური ქსელები
02 მაისი - 01 ივნისი