ბარმენი

გორგასლის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
1 წელზე ნაკლები
03 მაისი - 31 მაისი

ვაკანსიის აღწერა

Accor-ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” აცხადებს ვაკანსიას ბარმენის  პოზიციაზე, კვებისა და სასმელების დეპარტამენტში.

Accor არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • ბარში და რესტორანში ღვინის, კოქტეილებისა და სასმელების მომსახურებით უზრუნველყოფა;
  • სტუმრისთვის სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • სტუმართან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა და სასტუმროს მომსახურებაზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • მენიუს და ალკოჰოლური სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა სტუმრისთვის;
  • ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა. ყველა სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება;
  • სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:


  • ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ღვინისა და სასმელების კარგი ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

 

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად).

დეტალები
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
English
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
03 მაისი - 31 მაისი