აჭარა ჯგუფის ახალი სამუშაო სივრცეების კომპანია D Block ეძებს რეგისტრატორს.
რეგისტრატორი პასუხისმგებელია სივრცის წევრების და სტუმრების დახვედრაზე, მათთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებაზე, შემომსვლელების ვინაობისა და სტატუსის განსაზღვრაზე. რეგისტრატორი ეხმარება D Block-ის პოტენციურ წევრებს სივრცეების დათვალიერებაში და კურირებს ამანათების მიღება-გაცემის პროცედურას.
გუნდის ახალ წევრს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ის სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს. სასურველია, რეგისტრატორს ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე.