გაყიდვების მენეჯერის

05 მაისი - 04 ივნისი
დეტალები
მისამართი
48 დავით აღმაშენებლის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1500 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა

ვაკანსიის აღწერა

არტიზანული საცხობი "ჩელტა" წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეულის საწარმოს, რომელიც თბილისის მასშტაბით აწვდის საცალო გაყიდვის ობიექტებსა და კორპორატიულ მომხმარებლებს, ისეთები როგორებიც არიან სასტუმროები, ბიზნეს ცენტრები და სხვ. თავის პროდუქციას.

არტიზანული საცხობი "ჩელტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაოადგილი: . თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 საათამდე
  • ანაზღაურება1000-1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების შერჩევა და მათთვის კომპანიის და მისი პროდუქციის წარდგენა;
  • პროდუქტებზე დეგუსტაციების ორგანიზება და ჩატარება;
  • პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / გაყიდვების სტიმულირება;
  • მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება.
პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"- მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"
ჩელტა" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


გისურვებთ წარმატებას!

მისამართი
48 დავით აღმაშენებლის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 მაისი - 04 ივნისი