ანაზღაურებადი სტაჟირება IT განყოფილებაში

05 May - 04 June
Details
Address
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
500 ₾
Employment type
Internship
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00

Vacancy description

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე IT განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 145
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
სტაჟირების ანაზღაურება: 500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
  • ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრაში მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა (7, 10);
  • კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 მაისამდე.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
Category
Sales
Slogan
ბედნიერების რეცეპტი
Location
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 May - 04 June