დიასახლისი

აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
2-3 წელი
05 მაისი - 04 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 


კომპანია „მადარტი“  დასაქმების მსურველებს იწვევს  დიასახლისის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი:  პეკინი,ვაზისუბანი.

სამუშაო განაკვეთი:  სრული, კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 900-1100 ლარი


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • საწარმოო ინვენტარის წმენდა&დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სამზარეულოს დალაგება&მოწესრიგება;
  • სველი წერტილების დასუფთავება;
  • დღის ბოლოს ნარჩენების გატანა.

ძირითადი მოთხოვნები:


  • საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • მინიმუმ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

პიროვნული თვისებები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე  31 მაისამდე.


CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.


კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
900-1100 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები
სლოგანი
ბედნიერების რეცეპტი
მისამართი
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 მაისი - 04 ივნისი