ბრენდ მენეჯერი

დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
09:00 - 18:00
08 მაისი - 07 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  ბრენდ მენეჯერის  პოზიციაზე.

კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.

თუ გადაწყვეტთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, შეგეძლებათ იმუშაოთ ძალიან მეგობრულ და პროფესიონალ   გუნდში, ჩაერთოთ ბრენდის განვითარებაში და შეიტანოთ წვლილი სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებაში.

პოზიცია: ბრენდ მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის სტრატეგიული განვითარების და მიმდინარე გეგმების დასახვა, დაგეგმვა, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ბრენდის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, სამუშაოების დელეგირება, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • ბაზრის, მომხმარებელთა სეგმნტაციისა და მონაცემთა ბაზების კვლევის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი.
  • კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების პროცესის შექმნა, მართვა და კონტროლი;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა,  განხორციელების უზრუნველყოფა  და შედეგების შემოწმება.
  • შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა. გეგმის პერიოდული გადახედვა და საჭიროების შემთხვევებში მისი კორექტირება;
  • საქონლის ან/და მომსახურების საჭიროების წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით
  • პროდუქციის შეკვეთების  ვადაში შესრულების კონტროლი.
  • საწყობების მარაგების კონტროლი.
  • გაყიდვების გაზრდის სტრატეგიის შემუშავება, ანალიზი და განხორცილების კონტროლი;
  • გაყიდვების თვიური, სეზონური და წლიური გეგმის შემუშავება და ფილიალებზე მათი გადანაწილება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • რეპორტების, ფინანსური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი/ზოგადი მენეჯმენტი);
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
უნარები და კომპეტენციები:

  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი; 
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

წარმატებებს გისურვებთ!
დეტალები
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
დროის მართვის უნარი, ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები
მისამართი
დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 მაისი - 07 ივნისი