Standart

სერვისის მრჩეველი

10 May - 09 June
Details
Address
თბილისი
Salary
1000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
კომუნიკაციის გამორჩეული უნარი

Vacancy description

GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome
და ოთხი რესტორნით.

GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს სერვისის მრჩეველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა,  განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით;
  • სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვის უნარი;
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება;
  • მენეჯერის და მენეჯერის ასისტენტის მიერ მიცემული დავალებების  შესრულება,რაც საჭიროა ფილიალის სრულყოფილი და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებისათვის. 
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები:

  • სასურველია  სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
  • სავალდებულოა ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
  • გაყიდვების სფეროსადმი ინტერესი
  • გამართული მეტყველება
ფილიალების ადგილმდებარეობა: 

  • აბაშიძის ქუჩა, ვაკე
  • ჭავჭავაძის ქუჩა, ვაკე
  • ამაღლების ქუჩა , სოლოლაკი
  • ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი 
ანაზღაურება: 1000 ლარი ( 3 თვის შემდეგ საბონუსე სქემაში ჩართვა, ბონუსი საშუალოდ   300-დან 500 ლარამდე )
ზეგანაკვეთური საათების  ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად. 

სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
სწავლება და განვითარება: კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სწავლასა და განვითარებაზე . შესაბამისად, მათ მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, როგორც მომსახურების და გაყიდვების მიმართულებით ასევე  საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით.გამომდინარე აქედან, ვეძებთ სტაბილურ თანამშრომლებს მინიმუმ ერთ წლიანი შრომითი ურთიერთობისთვის. 

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს! 
Location
PPVM+F9 თბილისი, საქართველო
10 May - 09 June