სტანდარტული

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

16 მაისი - 15 ივნისი
დეტალები
მისამართი
დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
ენები
ქართული, English

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე:

„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  # 216;
სამუშაო დრო:  ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 18:00 სთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით:
  • სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება;
  • პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
  • MS Excel – ის ცოდნა; 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მწარმოებლებთან კომუნიკაცია;
  • მწარმოებელი კომპანიების სერვისის და გარანტიის დეპარტამენტებთან უშუალო კონტაქტი, საჭიროებიდან გამომდინარე ვიდეო ზარებისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • მწარმოებლის ბიზნეს გეგმების შესრულება და კონტროლი;
  • ნაწილების შესყიდვის და რეალიზაციის გეგმა/ კონტროლი;
  • სერვისის აქციების ორგანიზება და კონტროლი:
  • მწარმოებლის მიერ დადგენილ ტრეინინგებში ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
  • საერთაშორისო გამოძახებებზე რეაგირება და კონტროლი;
  • კომპანიის მიერ დადგენილი ბიუჯეტის (გეგმების) შესრულებაზე პასუხისგება, რეაგირება და კონტროლი;
  • კომპანიის მიერ სამომავლო (საპროგნოზო) აქციების შემუშავება - ფასდაკლებები, აქციები და ა.შ.;
  • მომხმარებლებთან რეგულარული ურთიერთობა, მათი კმაყოფილებისა და საჭიროებების განსაზღვრა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციის შედეგად, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია და პრობლემის  გადაჭრის გზების განსაზღვრა/გადამისამართება და კონტროლი;
  • პერიოდული მომსახურების რეგლამენტების მომზადება ბრენდების და მოდელების მიხედვით;
  • მომსახურებისა და ნაწილების პრეისკურანტების შექმნა - სერვისის და ნაწილების მიმართულებასთან შეთანხმებით;
  • რეგლამენტირებული და არაგეგმიური მომსახურებისთვის მინიმალური მარაგების განსაზღვრა;
  • სატენდერო წინადადებების და სპეც შეთავაზებების მომზადება;
  • რთულ დეფექტაციებში ჩართულობა;
  • ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
ჩვენ გთავაზობთ: 

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას ! 
მისამართი
დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
16 მაისი - 15 ივნისი