კომპანია "c.b.m" llc აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
- სერვის ცენტრში მოსული კლიენტისთვის პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო ზარების/მეილების პასუხი;
- გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;
- კლიენტისთვის ხელშეკრულების გაფორმება;
- კლიენტისთვის ინდივიდუალური გადახდის სისტემის შემუშავება;
- ობიექტზე ვიზიტი საჭიროებისამებრ;
- რეპორტინგი;
- გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
- MS Office
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "c.b.m" llc -ის გუნდს, გთხოვთ 17 ივნისამდე გამოაგზავნოთ CV.