სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქციები:
- ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება,
- ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სტრატეგიის განსაზღვრა და შესაბამისი სარეკლამო თუ სხვა აქტივობების განხორციელება
- არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა
- გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი
- შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
- გაყიდვების სამსახურთან კოორდინაციაში ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება
- ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
- ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
- მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
- მარაგების მართვა;
- ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
- სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, C1 დონე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებებს!