ბრენდ მენეჯერი

64 დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი
09:00 - 18:00
17 მაისი - 16 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ფუნქციები:

  • ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება,
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სტრატეგიის განსაზღვრა და შესაბამისი სარეკლამო თუ სხვა აქტივობების განხორციელება
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა
  • გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
  • გაყიდვების სამსახურთან კოორდინაციაში ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება
  • ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
  • მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
  • მარაგების მართვა;
  • ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
  • სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, C1 დონე;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
17 მაისი - 16 ივნისი