კომპანია extra.ge აცხადებს ვაკანსიას - მომხმარებელთა მრჩეველის პოზიციაზე.
extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა,
რომელიც აერთიანებს 600-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.
extra.ge -
ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე
მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც
ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
extra.ge-ს მაღაზიების
ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
მეტი
დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://extra.ge/
Extra.ge-ში მომხმარებელთა მრჩევლის როლი მოიაზრებს:
- მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას;
- მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროულ
რეაგირებას;
- გამავალი ზარების განხორციელებას
პროდუქციის გაყიდვების მიზნით;
- ონლაინ ჩათის მართვას;
- რეპორტების წარმოებას.
ამ
პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ:
- გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გაქვს გუნდური მუშაობის უნარი;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
- სამუშაო პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე,
სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
- დღის ცვლადი სმენა: 10:00 – 19:00; 11:00 – 20:00;
14:00 – 23:00
- ან საღამოს სმენა, მუდმივად: 13:00 – 22:00
- ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass.