სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში

36 ქსანის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
23 მაისი - 22 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

შარმ ტრეიდინგი" ეს არის უდიდესი, ჰოლდინგური ტიპის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  


დღეს "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''


კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში  

ადგილმდებარეობა: თბილისი (ღრმაღელეს მეტროს მიმდებარე ტერიტორია)

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 40 საათიანი სამუშაო კვირა)

ანაზღაურება- ფიქსირებული+ბონუსი (1300-1800)

 

ფუნქცია-მოვალეობები:


  • შესაბამის სავაჭრო ქსელში, კერძოდ სილამაზის სალონებსა და ესთეტიურ ინდუსტრიაში არსებულ ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა

  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა

  • შეკვეთების მიღება და გაფორმება

  • სავაჭრო ობიექტების დაკვალიანებება, მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში

  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა

  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა

  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:


  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი 
  • რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

 რას გთავაზობთ?


  • ფიდპასი

  • საწვავის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს

  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს

  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

დამატებითი უნარები:

  • ორგანიზებული

  • ენერგიული

  • დეტალებზე ორიენტირებული

  • კომუნიკაბელური

  • მიზანდასახული

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.


სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.


ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.


"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


 გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
1300 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
უნარები
მიზანდასახული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
დისტრიბუცია, ლოჯისტიკა
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
სოციალური ქსელები
23 მაისი - 22 ივნისი