ოფის-მენეჯერი

36 ქსანის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
24 მაისი - 23 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

"შარმ ტრეიდინგი" ეს არის უდიდესი, ჰოლდინგური ტიპის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  


დღეის მდგომარეობით "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''


 

 

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ოფის-მენეჯერის ვაკანსიას


ადგილმდებარეობათბილისი,  ქსნის ქუჩა N6  

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ - 18:00სთ)

ანაზღაურება800-900


სადისტრიბუციო კომპანია “შარმ ტრეიდინგი “ აცხადებას ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე:


ფუქნცია-მოვალეობები:

  • კანცელარიის მოწესრიგება -ოფისის შიდა დოკუმენტების და ბრძანებების ატვირთვა ბაზაში
  • სტუდიის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება;
  • მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
  • შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა;
  • სტუმრების დახვედრა და მათთვის ყურადღების მიქცევა
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

            რას გთავაზობთ?

  • ფიდპასი
  • სიცოცხლის დაზღვევა
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • დეტალების მიმართ ყურადღება
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
  • ორგანიზებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.  

 

 

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"- მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.



"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



გისურვებთ წარმატებას!

 

 

დეტალები
ხელფასი
800-900 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
დისტრიბუცია, ლოჯისტიკა
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
სოციალური ქსელები
24 მაისი - 23 ივნისი