სტანდარტული

ბარისტა (მეამა-ბათუმი)

28 მაისი - 27 ივნისი
დეტალები
მისამართი
ბათუმი-ახალციხე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English

ვაკანსიის აღწერა

საზაფხულო დასაქმება  ( მეამა - ბათუმი)

მეამაში, მეამა ქოლექთის  ზღვის კურორტის  პროექტისთვის ვეძებთ ბარისტებს,  რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა  და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

მეამა ქოლექთი არის ახალი კონცეფციის Takeaway ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს,  როგორც მეამას კაფსულის  უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.

 

ჩვენ  გთავაზობთ :

  • აქტიურ და საინტერესო დროებით სამსახურს (01/06/23 15/09/23);
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს  (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
  • გემრიელ და არომატულ ყავას;
  • საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
  • მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

  • მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით. 


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე


გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"- დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!

 

 

28 მაისი - 27 ივნისი