Standart

აგრონომი

29 May - 28 June
Details
Address
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი
Salary
1000-5000 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
English
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Skills
ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel, PowerPoint, Outlook)

Vacancy description

კომპანია ,,ბარაქა", რომელიც ოპერირებს საქართველოში აგრო ბიზნესში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  იმპორტში. ბარაქას პროფესიონალთა გუნდი მსოფლიო აგრობიზნესის წამყვანი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ. ამასთან ერთად, აგროტექნიკის, აგროსერვისის, სფეროს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების შესახებ მუდმივად გაწვდით სანდო ინფორმაციას.


ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 27 წამყვან აგროპროდუქციის მწარმოებელთან და თავაზობთ მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და სათესლე მასალას.

ჩვენი გამოცდილი აგრონომები კი, მუდამ მზად არიან აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

კომპანია ,,ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდი აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს,  ამჟამად  ფლობს 12  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.


ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ  სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ  გუნდში.

გვიხილეთ:
Facebook-ზე -
https://www.facebook.com/Baraka.Georgia

Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A

 ვებ-გვერდზე www.baraka.ge


ვეძებთ ახალ თანამშრომლებს  აგრონომის  პოზიციაზე  რეგიონებში:  მარნეული,  ლაგოდეხში  თელავში , საგარეჯო, გურჯაანი, კაჭრეთი, ყვარელი,   ზუგდიდში,   კასპი, ქარელი, გორი,  ქუთაისი  და სხვა საქართველოს რეგიონებშიც.


კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, ასევე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ინტერესი.  ვეძებთ   გუნდის წევრსრომელიც აქტიურად იქნება ჩართული აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში.  


კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • სასოფლო -სამეურნეო უმაღლესი განათლება;
  • კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების და ადამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • აუცილებელია აგრონომის პოზიციაზე მუშაობის 2  წელზე მეტი გამოცდილება;
  • აუცილებელია ფლობდეს ინგლისურ ენას,
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel, PowerPoint, Outlook)


ბარაქა დასაქმებულს თავაზობს:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს;
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • უცხოეთში  კავალიფიკაციის ამაღლებას;
  • ხელფასი  1000-დან 5000  ლარის  (NET)  ფარგლებში კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად და დამატებით საბონუსე სისტემას.

 

ბენეფიტები:

  •         ჯანმრთელობის დაზღვევა
  •         საწვავის ლიმიტი  და ყოველთვიურად  მანქანის ცვეთის თანხა
  •         კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  •         მოჭრილ ხელფასს და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
  •         მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

 

სამუშაო ადგილია: საქართველოს რეგიონები,  სათაო ოფისი ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია  და  შესაძლოა ხანმოკლე მივლინებები უცხოეთში  (კომპანიის ხარჯზე).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, სეზონზე შაბათი  მოკლე  სამუშაო დღე და კვირა დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.


გისურვებთ წარმატებებს!

 

Category
Research
Slogan
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
Location
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
29 May - 28 June