Standart

ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

29 May - 14 June
Details
Address
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
11:00 - 20:00
Languages
ქართული, Русский
Experience
5+ years
Skills
მოქნილობა და ოპერატიულობა

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური სამსახურის გამართულად მუშაობის პროცესის კონტროლი;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის გაწერა;
  • ზედმიწევნით ინფორმაციის ფლობა შენობის ტექნიკური გამართულობისა და ფუნქციონირების შესახებ;
  • საინჟინრო სისტემების სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების საჭიროების დადგენა და ზედამხედველობა;
  • ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
  • სახანძრო სისტემების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
  • საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • მაღალი კორპორატიული კულტურა;
პირობები:

  • გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
  • სამუშაო საათები:  11:00-20:00 სთ (1 საათი შესვენება);
  • ანაზღაურება: 1500 ლარი; 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  გამოაგზავნეთ თქვენი CV 

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
29 May - 14 June