სტანდარტული

მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი

30 მაისი - 29 ივნისი
დეტალები
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
700-800 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა

ვაკანსიის აღწერა

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

 


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა);

ანაზღურება: 700, 6 თვეში 800 ლარი + ბონუსი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15



ჩვენ გთავაზობთ:


  •        ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას;

  •        მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  •        მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  •        საბონუსე სქემას;
  •        ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •        მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •        საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


         შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;

         სადაზღვევო პროგრამაში მონაცემების ასახვა;

         საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

 

ვაკანსიის მოთხოვნები:


         სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);

         საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

         სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

         გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

         დეტალებზე ორიენტირებულობა;

         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე რეზიუმე. 

 

ირაო გისურვებთ წარმატებას!


სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კატეგორია
დაზღვევა
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
30 მაისი - 29 ივნისი