Standart

სისტემური ადმინისტრატორი

31 May - 01 June
Details
Address
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Education
Bachelor

Vacancy description

„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

სისტემური ადმინისტრატორი - პასუხისმგებელია გამართულ სერვერულ ინფრასტრუქტურის მუშაობაზე, არსებულ და მომავალ ობიექტებზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვერების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება (ფიზიკური აწყობა, ოპერაციულ სისტემების ინსტალაცია, საწყისი კონფიგურაციის გამართვა, საწყისი ტესტირება, ხარვეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების დადგენა),
  • IT ინფრასტრუქტურის სერვერული სისტემის გამართულობის/ხელმისაწვდომობის მონიტორინგი.
  • Active Directory-ის ობიექტების მართვა (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები,
  • ჯგუფები)
  • ფაილ სერვერის მუშაობის მხარდაჭერა, წვდომების გაწერა;
  • ცენტრალური ანტივირუსული სისტემის დანერგვა, მართვა, მონიტორინგი;
  • მონიტორინგ სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია
  • Microsoft, Cisco, VMware და ან სხვა ტექნოლოგიების ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • ღრუბლოვანი სისტემების Microsoft 365 ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  • VMware-ის პლატფორმაზე ვირტუალური გარემოს მართვა
  • Log-ების მონიტორინგი,
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი;
  • სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • IT პროექტების შესრულება, სამუშაო ვადების და ხარისხის კონტროლი
  • ახალი და განვითარებადი IT ტექნოლოგიების ტრენდების მონიტორინგი და სიახლეების ინიცირება.
  • განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, რეპორტის წარმოება;
  • დაგეგმილი IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მონიტორინგი;
  • საგანგებო სიტუაციების დროს IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხებზე დახმარება / მოგვარება 

 

საჭირო უნარები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში)
  • ITIL სტანდარტების საბაზისო ცოდნა
  • MCP ან MCSA - ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • 1 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მიწოდების    მხარდაჭერის სფეროში
  • HPE, Dell, Cisco სერვერების ცოდნა.
  • სასურველია საშუალო ზომის ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და რესურსის სათანადოდ განაწილების უნარი
  • მესამე მხარის სერვის პროვაიდერებთან მუშაობის გამოცდილება
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობაა
  • თვითგანვითარებისთვის მზაობა
  • დროის მენეჯმენტი
  • გუნდური მუშაობის უნარის ფლობა


 IT ტექნოლოგიების ცოდნა:

  • Microsoft Windows Server-ის ცოდნა
  • Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა
  • Active Directory-ის ცოდნა
  • ქსელური ტექნოლოგიებისა და კონცეფციების ცოდნა.
  • VMware-ის ადმინისტრირების ცოდნა
  • IT უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის კარგად გააზრება
  • ღრუბლოვანი ტექნოლოგიების და მობილური ტექნოლოგიების ცოდნა.
  • Powershell-ს კარგად ცოდნა

  

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივნისამდე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
31 May - 01 June