გაყიდვების კონსულტანტი

31 May - 30 June
Details
Address
40 რუსთაველის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Part time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული
Department
Customer service

Vacancy description

მაღაზია დიკა ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტ გოგონას ნახევარ-განაკვეთზე სამუშაოდ. 

აუცილებელი მოთხოვნაა ქართულის გამართულად ცოდნა. 
ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად. 
გრაფიკი - შეთანხმებით. 


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მეილზე: tbilisi@dika.com


კომპანიის შესახებ:
მაღაზია Dika 15 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და თანამედროვე ქალბატონებისთვის უმაღლესი ხარისხის ტანისამოსს ქმნის. 

2017 წლიდან დიკა ე.მიროგლიოს გუნდის ნაწილია - ე.მიროგლიო მოდისა და ქსოვილების ინდუსტრიაში საერთაშორისო ლიდერია. მის მიერ დიკას შეძენის შემდეგ ბრენდმა დინამიკური განვითარება გააგრძელა და ახალი მაღაზიები შემდეგ ქვეყნებში გახსნა: ბულგარეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, სერბეთი და საქართველო. ⠀
პარიზი, სოფია, ბუქარესტი, თბილისი, პიროტი და კიდევ სხვა უამრავი ევროპული ქალაქი დიკას ფილიალებს მასპინძლობს. ⠀
მოდელების მრავალფეროვნება სხვადასხვა სფეროს ფართო სპექტრს ფარავს: კორპორატიული, ყოველდღიური,  - თითოეულ მათგანს დიკასთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილი აერთიანებს. საფირმო ნაკერები და ფასის შესაბამისი საუკეთესო ხარისხი დიკას დნმ-შია. პიჯაკები, კაბები, შარვლები და ქვედაბოლოები ელეგანტურობის, ხარისხისა და კომფორტის კომბინაციით თანამედროვე ქალბატონის საჭიროებებს აკმაყოფილებს. ⠀
ჩვენი ტანსაცმელები მთლიანად დამზადებულია ევროპაში. წარმოების პროცესი გამჭირვალეა, მიმდინარეობს გარემოს, რესურსებისა და მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობით და, ამასთანავე, ითვალისწინებს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს. ჩვენი ქსოვილების თითქმის 100% ასევე იწარმოება ჩვენივე ქარხნებში, რადგან დიკას მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს. ⠀

ჩვენი ვებსაიტი: https://www.dikastore.ge/gr/home.html 
ჩვენი ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/dikageorgia 
Slogan
ელეგანტურობა თანამედროვე ქალბატონებისთვის
Location
40 რუსთაველის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
31 May - 30 June