სტანდარტული

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი

02 ივნისი - 20 ივნისი
დეტალები
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ვაკანსიის აღწერა

 

აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული ტექნიკური მითითებებისა და დავალებების შესრულება;
  • ქსელის მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა;
  • შეხვედრების, ტრენინგების და სხვადასხვა ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიკაცია და დროული რეაგირება;
  • ობიექტზე არსებული პროგრამებისა და აპარატურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ქსელის მომხმარებელთა სამუშაო ადგილის გამართვა;
  • შიდა ქსელის პირველადი მოწყობა, პრობლემის დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა;
  • პროვაიდერ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის მხრიდან ინიცირებულ პროექტებში ჩართულობა. 



დამატებით მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისამდე. 

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
02 ივნისი - 20 ივნისი