Standart

მაღაზიის მენეჯერი - მარტვილი

05 June - 05 July
Details
Address
სამეგრელო-ზემო სვანეთი
Salary
950 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Bachelor

Vacancy description

 მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: მარტვილი

ანაზღაურება: 950 + ბონუსები

 

ჩვენი უპირატესობებია:


  •   ჩვენ ვართ სტაბილური დამსაქმებელი ბაზარზე 2010 წლიდან
  •  ჩვენ გვაქვს 400-ზე მეტი მაღაზია, რაც გულისხმობს დასაქმების შესაძლებლობას შენგან 2 ნაბიჯში, მოსახერხებელ ადგილას
  •  ჩვენთან სწრაფი კარიერული წინსვლის შესაძლებლობაა
  •  ჩვენთან პროფესიული განვითარების მუდმივი მხარდაჭერაა
  •  ჩვენთან კონკურენტული ანაზღაურებაა
  •  ჩვენთან ყველაზე ხანმოკლე სტაჟირებაა, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან
  •  ჩვენთან დაგხვდება მეგობრული სამუშაო გარემო

ფუნქცია - მოვალეობები:


  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
  • სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
  • მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:


  • შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
  • გამოგზავნოთ რეზიუმე
  • დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591230910/032 2 00 22 00

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.


კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

Slogan
დაზოგე მარტივად !
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
05 June - 05 July