IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული, კვირაში 3 დღე
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი
ჩვენს შესახებ:
IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან და სთავაზობს მომხმარებლებს ისეთ IT გადაწყვეტილებებს როგორიცაა:
- მონაცემთა სანახი სისტემები,
- ქსელური გადაწყვეტილებები,
- კიბერ უსაფრთხოება,
- პროგრამული უზრუნველყოფა,
- პერსონალური სისტემები
- საინჟინრო მომსახურება
ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი. ლაბ ტექნოლოჯი საქართველოში წარმოადგენს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს როგორიცაა:
CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური ქსელების Facebook, Instagram, LinkedIn პლატფორმებზე კონტენტის შექმნა/მართვა;
- კამპანიის სწორად პოზიციონირების დაგეგმვა და შემდგომი მონიტორინგი;
- სტატიების, პოსტების, ბლოგების წერა;
- კომპანიაში მიმდინარე სიახლეების (ახალი პროექტები, თიმბილდინგები, ქალების ჩართულობა და ა.შ.) სოც.ქსელებში განთავსება;
- თარგეთ მარკეტის შექმნა და სწორი კამპანიის გაშვება;
- დატას ანალიზი და შეფასება;
- სფეროში სიახლეების გაცნობა და კომპანიისთვის შეთავაზება;
- კომპანიის საიტის მართვაში ჩართულობა;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ფორუმებში, სემინარებში, ვებინარებში, გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და განვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სოც.მედია მენეჯერად ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- მარკეტინგის და ქოფირაითინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (С1 დონე)
- სასურველია B2B სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- IT სფეროს ცოდნა ან დიდი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტურად და გამართულად წერის უნარი;
- დაგეგმვის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიზანდასახულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- კრეატიულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული კურსების დაფინანსებას;
- აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
- სტანდარტულ საშვებულებო დღეებს დამატებული 12 დეი ოფი
ჩვენი ოფისი:
მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
საიტი: www.lab.ge
სოც ქსელები: Facebook LinkedIn
ტელ: 032 229 06 09