ბარისტა

08 ივნისი - 08 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
უნარები
გამართული ვერბალური კომინიკაცია, პუნქტუალურობა

ვაკანსიის აღწერა

სპორტული დარბაზების ქსელი - „რეფორმა“ რომელიც ქართულ ბაზარზე  2018 წლიდან ოპერირებს გთავაზობთ ორ განახლებულ ფიტნეს ცენტრს ორთაჭალის და გლდანის ლოკაციებზე. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოების და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონიმენტებით. 

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვით, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება. 

არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს- ბარისტას პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი/ ისანი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • ტერმინალების ტრანზაქციების სწორი წარმოება;
  • კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებზე, კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება.
უნარები: 

  • გამართული ვერბალური კომინიკაცია;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:   
                                                                                                                                                                                                         
  • მეგობრულ გუნდს;
  • სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ყოველთვიურ ფიტნეს აბონიმენტს. 
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

სპორტ დარბაზი „რეფორმა“, მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის. 

გისურვებთ წარმატებას!
08 ივნისი - 08 ივლისი