დეველოპერული კომპანია ,,IMPEL DEVELOPMENT'' ეძებს გუნდის წევრს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროექტების ზედმიწევნით შესწავლა;
- პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
- პოტენციური კლიენტებისთვის პროექტისა და მისი მახასიათებლის გაცნობა;
- ადგილობრივი კლიენტებისთვის პროექტების ადგილზე გაცნობა;
- არქიტექტორ-დიზაინერთან ერთად შიდა დაგეგმარების ცვლილებები კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით;
- გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და სტატისტიკის მუდმივად წარმოება;
- გაყიდვების ხელშეწყობისთვის აქტივობების ინიცირება;
- ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნება;
სავალდებულო მოთხოვნები:
- გაყიდვების
მიმართულებით
გამოცდილება
(სასურველია
სამშენებლო
სფეროში)
- ინგლისური/რუსული
ენების B1/B2 დონეზე
ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია
- კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
დამატებითი დეტალები:
- ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
- ადგილმდებარეობა: ვარკეთილი, გიორგი აბაშვილის N7
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: Career@impel.ge