საწყობის მენეჯერი

08 June - 08 July
Details
Address
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Bachelor
Skills
საოფისე პროგრამების ცოდნა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

Vacancy description

კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

თუ ეძებ სამსახურს,  ხარ შრომისმოყვარე და არ უშინდები ფიზიკურ დატვირთვას,  შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე!


მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული; კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 1500 ლარი


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარაგების აღრიცხვა და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე ნაშთებისა და პროცედურების კონტროლი;
  • შეკვეთების მომზადება;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა;
  • შიდა დისტრიბუციის მონიტორინგი.

 

უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

მოთხოვნა:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

აინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისამდე. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

 

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!

Category
Sales
Slogan
ბედნიერების რეცეპტი
Location
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
08 June - 08 July