შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
- ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
- სამუშაო საათები: 09:00-20:00/11:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: 800 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)
- კვება;
- FitPass;
- უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV.
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!