საკრედიტო ოფიცერი - ფოთი

სამეგრელო-ზემო სვანეთი
09 ივნისი - 09 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია ფოთში

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე . ფოთში


აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
  •  ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
  •  აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word და " Microsoft Excel”).

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
  •  პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  •  არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  •  განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  •  მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  •  სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
  •  დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  •  მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  •  გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
  •  მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
  •  ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
  •  საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
  •  საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.

 

პიროვნული თვისებები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  •  ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  •  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  •  პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  •  პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  •  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV). 

საკონთაქტო ნომერი:   +995 568 700 300,  


გისურვებთ წარმატებას!

დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
09 ივნისი - 09 ივლისი